საჩხერეში, ქორეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის დაგების პროცესი მიმდინარეობს

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ბენიამენ ფალავანდიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ივანაშვილი, სხვა თანმხლებ პირებთან ერთად, ქორეთის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებონენ და ქორეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების ქორეთის, კალვათისა და პასიეთის საავტომობილო გზებზე რკინა ბეტონის დაგების პროცესს დაესწრნენ. აღნიშნული გზების რეაბილიტაციას საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი და ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს.

სოფელ ქორეთში ლაბაძეებისა და ქამუშაძეების უბანში, ასევე სოფელ კალვათაში ეკლესიასთან მიმსასვლელი გზის მოწყობაც მიმდინარეობს. მათგან ნაწილი დასრულებულია. აღნიშნულ პროექტსაც საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი და ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს.

ქორეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია. აღნიშნული სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტით სრულდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად