საჩხერეში მეწყერისგან დაზიანებული “ხოდაბუნების” სარწყავი არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საჩხერის მუნიციპალიტეტში ე.წ. "ხოდაბუნის" სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის, ასევე სანიაღვრე ღარების სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს,- ამის შესახებ ინფორმაციას საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

აღნიშნულ არხს რეაბილიტაცია ჩაუტარდა 2014-2015 წლებში, ამჟამად დარჩენილი ე.წ. ღია არხების მოპირკეთების სამუშაოები მიმდინარებოს, რადგან აღნიშნულ მონაკვეთებზე განვითარდა მეწყერული პროპცესები.

სამუშაოებს შპს "საბა 429 998 ლარად ასრულებს.

"ხოდაბუნები"-ს  სარწყავი არხის დაფინანსებას შპს საქართველოს მელიორაცია ახორციელებს.

პროექტის განხორციელება მუნიციპალიტეტის გამგეობისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ასევე საჩხერის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურის ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად