საჩხერეში მასწავლებლის საერთაშორისო დღე აღინიშნა

ობოლა ციმაკურიძის სახელობის საჩხერის კულტურის ცენტრში მასწავლებლის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

ღონისძიებაზე, რომელიც საჩხერის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით გაიმართა – რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ცისმარ მაჭარაშვილმა მუნიციპალიტეტის მასშტაბით განათლების სიტემაში მიმდინარე პროექტებზე, არსებულ სტატისტიკასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

ასევე დასახელდა წლის საუკეთესო მასწავლებლები, წლის საუკეთესო სკოლები და ღვაწლმოსილი პედაგოგები.
სასკოლო სისტემაში მრავალწლიანი მუშაობისთვის მადლობის სიგელები და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ საირხის საჯარო სკოლის ყოფილ დირექტორს დოდო კობეშავიძეს, სავანის საჯარო სკოლის ყოფილ დირექტორს ლამარა კუპრაშვილს, აკაკი წერეთლის სახელობის საჩხერის N1 საჯარო სკოლის ყოფილ პედაგოგს მარიამ სადუნიშვილს და საჩხერის N1 საჯარო სკოლის ყოფილ მასწავლებელს როზა გელბახიანს, ხოლო საუკეთესო სკოლის სტატუსი მერჯევის საჯარო სკოლამ და ირაკლი ბაზაძის სახელობის მახათაურის საბაზო სკოლამ დაიმსახურა.

დასახელდნენ 2018-2019 სასწავლო წლის საუკეთესო პედაგოგები:

მათემატიკა – ნანა ქველაძე, საირხის საჯარო სკოლა;
ქართული ენა და ლიტერატურა – ელზა დემეტრაშვილი, ჭორვილის საჯარო სკოლა;
სპორტი – ზვიად ცარციძე, ჯალაურთის საჯარო სკოლა;
ისტორია – რამაზ ტალახაძე, კორბოულის N2 საჯარო სკოლა;
გეოგრაფია – თამარ მეცხვარიშვილი, ილიაჭავჭავაძის სახელობის საჩხერის N2 საჯარო სკოლა;
ბუნებისმეტყველება – თამარ მაჭავარიანი, იტავაზის საჯარო სკოლა;
ინგლისური ენა – სოფიო გელბახიანი, მერჯევის საჯარო სკოლა;
მუსიკა – გაგა გულიაშვილი, აკაკი წერეთლის სახელობის საჩხერის N1 საჯარო სკოლა;
ბიოლოგია – ნატო კაპანაძე, სარეკის საჯარო სკოლა;
ქიმია – ნანა ბერიძე, შომახეთის საჯარო სკოლა;
ფიზიკა – ზეინაბ იაკობაშვილი, ჩიხის საჯარო სკოლა;
სამოქალაქო განათლება – ნატო ზეინკლიშვილი, სავანის საჯარო სკოლა;
დაწყებითი განათლება – შუშანიკა ზაბახიძე, ჭალის საჯარო სკოლა;

შეგახსენებთ, რომ მასწავლებელთა საერთაშორისო დღის პოპულარიზაცია განათლების საერთაშორისო ფედერაციისა და მისი 401 წევრი ორგანიზაციის ძალისხმევით მოხდა. შედეგად, ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში 5 ოქტომბერს პედაგოგები პროფესიულ დღესასწაულს ზეიმობენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად