საჩხერეში, გორისასა და გამოღმა არგვეთის სასმელი წყლის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

სოფელბის გორისა-გამოღმა არგვეთის წყლის სისტემების მოწყობა მიმდინარეობს. ამ დროისთვის დასრულებულია სასმელის წყლის ქსელის მოწყობის სამუშაოები და სამარაგო რეზერვუარის მოწყობა.
მიმდინარეობს მაგისტრალური წყალსადენის მშენებლობა სათავე ნაგებობიდან რეზერვუარებამდე. გორისა-გამოღმა არგვეთის სასმელი წყლის სისტემების მოწყობა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია „კობრა ინსტალასიონეს ი სერვისი“-ს საქართველოს ფილიალი და შპს „ენ-სი“ ასრულებს. პროექტის დასრულების შემდგომ სოფლების გორისისა და გამოღმა არგვეთის 841 ოჯახი 24 საათიან წყალმომარაგებას მიიღებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...