საჩხერეში გამყოფი ხაზის 5 სოფლის მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საჩხერის მუნიციპალიტეტში,  გამყოფი ხაზის სოფლებში წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს. პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკი 11.5 მილიონი ლარით აფინანსებს.

პროექტი ითვალისწინებს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების – პერევის, ჯრიას, დარყას, ჭალის და სპეთის წყალმომარაგების სისტემის მოწყობას., რისთვისაც გათვალისწინებულია წყალმომარაგებისთვის საჭირო სათავე ნაგებობის, წყალსადენების, რეზერვუარების, წყლის გაუვნებელყოფის სადგურების, გამანაწილებელი ქსელების მოწყობა. დაგეგმილია სოფლებში მრიცხველების მონტაჟიც.

ამ დროისთვის სოფლებს არ გააჩნიათ წყალმომარაგების სისტემა. ზოგიერთ უბნებში მოწყობილია მცირე, კუსტარული ქსელები და სამარაგო ავზები, რაც არ აკმაყოფილებს დადგენილ ნორმებს. მოსახლეობა, ძირითადად, სარგებლობს ადგილობრივი წყაროებისა და ჭის წყლით. 

პროექტის დასრულების შემდეგ  პერევის, ჯრიას, დარყას, ჭალას და სპეთის დაახლოებით 3400 მოსახლე 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად