საჩხერეში, ძაღლის მკვლელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

დღეს, თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფრის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საჩხერეში პატრონის ეზოსთან ძაღლი იარაღით მოკლეს.

იმის გასარკვევად, მოჰყვა თუ არა ამ ფაქტს რეაგირება “აიპრესი” შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა.

მათი ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობას გულისხმობს.

ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას ორმოც საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად