საჩინო დავითაია და ლაშა გობაძე ნახევარფინალში არიან

ბუქარესტში მიმდინარე ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატში დღეს ასპარეზობაში 60-67-72-82-97 კგ წონითი კატეგორიების ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაერთვნენ.

60 კგ წონითი კატეგორიის მერვედფინალში რამაზ სურმანიძე ბულგარეკ ავგუსტინ სპასოვთან 3:7 დამარცხდა და გამოეთიშა შეჯიბრებას. 67 კგ წონით კატეგორიაშო საჩინო დავითაიამ კვალიფიკაციაში ფრანგ იასინ ოზაის 6:4 სძლია, მერვედფინალში 1 წუთსა და 48 წამში აშკარა უპირატესობით (9:0) დაამარცხა გერმანელი ერიკ ვაისი, მეოთხედფინალში კი უკრაინელ ფარვიზ ნასიბოვს 2:1 მოუგო და ნახევარფუინალში გავიდა, სადც თურქატაკან იუქსელს შეხვდება.

72 კგ წონით კატეგორიაში რამაზ ზოიძე პირველი პერიოდის შემდეგ 5:1 დაწინაურდა პოლონელ მატეუშ ბერნატეკთან, მაგრამ მეორე პერიოდის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე აშკარა უპირატესობით (5:14)მარცხი განიცადა 82 კგ წონით კატეგორიაში ლაშა გობაძემ მერვედფინალური შეხვედრა მოლდაველ მიჰაილ ბრადუს მოუგო 5:4, მეოთხედფინალში კი რუსი ალექსანდრ კომაროვი დაამარცხა 5:0 და დღეს საღამოს ნახევარფინალში იჭიდავებს ფინელ ვილი როპონენთან.

დღესვე 55-63-77-87-130 კგ წონითი კატეგორიის მოჭიდავეები მედლებისთვის გადამწყვეტ ბრძოლებს გამართავენ. 63 კგ წონით კატეგორიაში ლევან ქავჟარაძე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს პოლონელ მიხალ ტრაჩთან, ხოლო 130 კგ წონით კატეგორიაში იაკობ ქაჯაია ოქროს მედკლისთვის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანს, 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანს, სამგზის მსოფლიო და შვიდგზის ევროპის ჩემპიონს, თურქ რიზა კაიალპს შეხვდება

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად