საჩემპიონო მატჩი “მიხეილ მესხზე”

ცხრილის ლიდერი “საბურთალო” მასპინძლის რანგში, “დინამო თბილისს” დაუპირისპირდება და მოგების შემთხვევაში, ჩემპიონობას გაინაღდებს.

დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ეროვნული ლიგა 1-ის საჩემპიონო მატჩი გაიმართება.

ცხრილის ლიდერი “საბურთალო” მასპინძლის რანგში, “დინამო თბილისს” დაუპირისპირდება და მოგების შემთხვევაში, ჩემპიონობას გაინაღდებს.

სეზონის დასრულებამდე 4 ტურით ადრე, საბურთალოელები “დინამოს” 7 ქულით უსწრებენ. გამარჯვების შემთხვევაში, გია ჭიაბრიშვილის გუნდი “დინამოსთან” სხვაობას 10 ქულამდე გაზრდის და დარჩენილ სამ შეხვედრაში ყველა მატჩიც რომ წააგოს, ზაურ სვანაძის გუნდი სხვაობის აღმოფხვრას ვეღარ შეძლებს.

“დინამოს” ჩამორჩენის შემცირების შანსი წინა ტურში ჰქონდა, “ლოკომოტივმა” “საბურთალოს” ქულები დააკარგვინა, თუმცა კახა კაჭარავას გუნდი “ჩიხურასთან” “დინამო არენაზე” 1:4 განადგურდა, რასაც მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კაჭარავას გათავისუფლება მოჰყვა.

“საბურთალოს”, არსებობის განმავლობაში პირველად, შანსი აქვს ქვეყნის ჩემპიონატი მოიგო. საჩემპიონო მატჩი, “მესხზე” 19:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...