საბურთალოს რაიონში ოპოზიციის საერთო კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილი იქნება, დიდუბე ჩუღურეთში – ზურაბ ჯაფარიძე

საბურთალოს რაიონში ოპოზიციის საერთო კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილი იქნება, დიდუბე ჩუღურეთში – ზურაბ ჯაფარიძე.

ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ოფისში გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

შეგახსენებთ, საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველმა ქვეყნის მასშტაბით 30 მაჟორიტარი უნდა აირჩიოს – მათგან 22 რეგიონებში, რვა კი თბილისში.

“ლეიბორისტული პარტიის” მაგიდის ირგვლივ გაერთიანებულმა ოპოზიციამ თბილისის ექვს მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატები 19 ივნისს წარადგინა. სია ასეთია:

ვაკის რაიონში კენჭს “ევროპული საქართველოს” წევრი ელენე ხოშტარია იყრის;

გლდანში მაჟორიტარობისთვის “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია იბრძოლებს;

ამავე პარტიის წევრი, ლევან ხაბეიშვილი სამგორის ოლქში წარადგინეს;

მთაწმინდის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი შალვა შავგულიძე იქნება;

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი კი კენჭს ნაძალადევში იყრის;

ისანში კი ოპოზიციის წევრებმა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე წარადგინეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად