“საბურთალოს” მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ თანამდებობა დატოვა

საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას “საბურთალო” თავად ავრცელებს. რომელშიც აღნიშნულია, რომ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა.

“საფეხბურთო კლუბ “საბურთალოსა” და უკვე ყოფილ მთავარ მწვრთნელ გია ცეცაძეს შორის, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი შეწყდა.

ჩვენი კლუბი მადლობას უხდის გია ცეცაძის გაწეული შრომისთვის და მომავალში წარმატებებს უსურვებს!
რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, რომელიც “საბურთალოს” ესპანურ “ალკოიანოსთან” ელის, ამხანაგურ მატჩში გუნდს გამოცდილი სპეციალისტი თემურ შალამბერიძე უხელმძღვანელებს.

თუ ვინ იქნება მომავალში “საბურთალოს” მთავარი მწვრთნელი, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. გუნდი ესპანური შეკრებიდან სამშობლოში ხვალ დაბრუნდება”, – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად