ვატო შაქარიშვილი, ალექსანდრე ყაზბეგის 17 ნომერში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა

საბურთალოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ვატო შაქარიშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

მისი თქმით, აღნიშნულ მისამართზე ქალაქისა და საბურთალოსთვის შეუფერებელი გარემო დახვდა.
როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა აღნიშნა, მოუწესრიგებელია ეზოს ინფრასტრუქტურა.
ეზოში, რომელშიც 100-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს, არ არის სრულყოფილი სპორტული და მოსასვენებელი სივრცე.
„შუადგომლობით მივმართავ საბურთალოს რაიონის გამგეობას, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულ იქნას ყაზბეგის 17 ნომერში ეზოში არსებული სკვერის მოწყობის პროექტი”, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

კომენტარები
იტვირთება...