საბურთალოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ვატო შაქარიშვილი ეუთო/ოდირის გრძელვადიან დამკვირვებლებს შეხვდა

დამოუკიდებელი კანდიდატი იმედოვნევს, რომ ხელისუფლება ქვეყანაში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს.
,,ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი შედვედრა ეუთო/ოდირის წარმომადგენლებთან, რომელთაც მივაწოდეთ ინფორმაცია წინასაარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით, ყურადღება გავამხვილეთ ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე, მედიასთან არათანაბარ წვდომასა და სხვა პრობლემებზე”, – აცხადებს დამოუკიდებელი კანდიდატი.

როგორც შაქარიშვილი აღნიშნავს, ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის მონაწილეობა აამაღლებს არჩევნების მიმართ ნდობას.
მისი თქმით, უშუალოდ არჩევნების დღე და ხმის დათვლის პროცესი იქნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. „გამომდინარე იქიდან, რომ არც დამოუკიდებელ კანდიდატს და არც მცირე პარტიებს არ ეყოლებათ სრულუფლებიანი წარმომადგენელი უბნებზე, თხოვნით მივმართე სადამკვირვებლო მისიას, ყურადღება გაამახვილოს საბურთალოს ოლქზე და შესაძლებლობებიდან გამომდინარე განათავსოს დამკვირვებლები უბნებზე”,- განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

კომენტარები
იტვირთება...