24 ადამიანი “საბურთალოს კლასტერის” კონტაქტიდან კარანტინში გადაიყვანეს

თბილისში, ე.წ. საბურთალოს კლასტერის კონტაქტებიდან, ნუცუბუძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსიდან 24 პირი საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს.

როგორც “აიპრესს” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტში განყცხადეს “24 ადამიანი გადავიყვანეთ კარანტინში, ესენი არიან კონტაქტები”.

შეგახსენებთ, “საბურთალოს კლასტერიდან” covid19 -ით 37 ადამიანია ინფიცირებული.

საქართველოს მთავრობის შექმნილი სპეციალურ ვებგვერდის stopgov.ge-ის მონაცემებით:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 794
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 624
  • მათ შორის გარდაცვლილი – 12
  • კარანტინის რეჟიმში – 2508
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 300
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად