“საბურთალომ” სომხეთის “არარატ-არმენია” დაამარცხა

ერევანში ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკავიო წრის პირველი შეხვედრა გაიმართა ადგილობრივი “არარატ-არმენია” საქართველოს ჩემპიონს “საბურთალოს” მასპინძლობდა.

შეხვედრის პირველ ნახევარი მასპინძლებმა 31-ე წუთზე ანტონ კობიალკოს მიერ გატანილი გოლით მოიგეს – 1:0 შეხვედრის მეორე ნახევრის 72-ე წუთზე სანდრო ალთუნაშვილმა გაათანაბრა ანგარიში – 1:1. კიდევ ოთხი წუთის შემდეგ კი ყენიამ მეორედ აიღო მასპინძელთა კარი – 1:2.

განმეორებითი შეხვედრა თბილისში 13 აგვისტოს გაიმართება. ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული დასკვნით ორ შეხვედრას ევროპა ლიგის ჯგუფურ ტურნირზე მოსახვედრად ლუქსემბურგის “დუდელანჟსა: და ესტონეთი “კალიუს” შორის გამარჯვებულთან ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად