“საბურთალომ” ლიდერობა დაიბრუნა (ვიდეო)

დასრულდა საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მე-13 ტურის შეხვედრები და ლიდერი ისევ შეიცვალა

წყალტუბოში, ფინანსურ კრიზისის გამო გაურკვეველ სიტუაციაში ჩავარდნილ, “ფრთებწაჭრილ” და ნაკლებად მოტივირებულ ქუთაისლებთან შეხვედრაში “საბურთალოს” გამარჯვების და გორში ბათუმის “დინამოს” დამარცხების შემდეგ სატურნირო ცხრილის სათავეში ისევ შარშანდელი ჩემპიონატის გამარჯვებულები მოექცნენ, ბათუმელებმა კი მეორე ადგილზე გადაინაცვლეს.

წყალტუბო, “26 მაისი”
“ტორპედო” ქუთაისი – “საბურთალო” თბილისი 2:3(1:2)
გოლები: მე-8 წთ, სანდრო ალთუნაშვილი – 0:1, 32-ე წთ, ბუდუ ზივზივაძე – 1:1, 37-ე წთ, ლაშა შინდაგორიძე – 1:2, 56-ე წთ, ოლექსანდრ აზაცკი – 1:3, მე-60წთ, თორნიკე კაპანაძე – 2:3

თბილისი, “მიხეილ მესხი 2”
“ვიტ ჯორჯია” თბილისი – “სიონი” ბოლნისი 0:1(0:0)
გოლი მასპინძელთა კარში შეხვედრის 87-ე წუთზე დათო კირკიტაძემ გაიტანა.

თბილისი, “მიხეილ მესხი”
“ჩიხურა” საჩხერე – “რუსთავი” რუსთავი 0:0

გორი, “თენგიზ ბურჯანაძე”
“დილა” გორი – “დინამო” ბათუმი 1:0(0:0)
გოლი 76-ე წუთზე ბათუმელთა კარში დიდიე კოუგბენიამ გაიტანა

თბილისი, “დინამო არენა”
“დინამო” თბილისი – “ლოკომოტივი” თბილისი 1:3(0:1)
წინა ტურში ბათუმში ბოლო წუთებზე წაგებული მატჩის შემდეგ “დინამოელები” ამჯერად ერთ-ერთ აუტსაიდერთან დამარცხდნენ.
გოლები: 24-ე წთ, დავით სამურკასოვი – 0:1, 54-ე წთ, ნიკა ნინუა – 1:1, 78-ე წთ, რევაზ ინჯგია – 1:2, 90+1 წთ, ლაშა გვალია – 1:3

13 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცნენ:

1. “საბურთალო” – 25 ქულა
2. “დინამო ბთ – 23 ქულა
3. “ტორპედო” – 23 ქულა
4. “დინამო თბილისი – 20 ქულა

აუტსაიდერები ასე არიან განლაგებულები:

8. “ლოკომოტივი” – 12 ქულა
9.”ვიტ ჯორჯია” – 11 ქულა
10. “რუსთავი” – 10 ქულა.

მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...