“საბურთალომ”, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, “შერიფი” სტუმრად 0 : 3 დაამარცხა

მოლდოვაში “საბურთალომ” “შერიფი” გაანადგურა. მოლდოვაში, ქალაქ ტირასპოლში, უეფას ჩემპიონთა ლიგის I საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ მატჩში თბილისის “საბურთალო” ტირასპოლის “შერიფს” სტუმრობდა.

მიმომხილველთა უმეტესობის აზრით მატჩში გამარჯვების შანსები მასპინძელთა გამოცდილ გუნდს ჰქონდა და არა ევროთასების დებიუტანტ “საბურთალოს”.

მოლოდინის საწინააღმდეგოდ, მატჩი “საბურთალოს” უპირატესობით წარიმართა და 30-ე წუთზე საჯარიმო მოედნის მისადგომების მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთზე ყველას ოგნიენ როლოვიჩმა დაასწრო და თავური დარტყმით გახსნა ანგარიში.

შეხვედრის მეორე ნახევრის 22 წუთზე გიორგი კოხრეიძე სწრაფად მიუახოლდა “შერფის” საჯარიმო მოედნის მისადგომებს და უძლიერესი დარტყმით მეკარისგან მარცხენა ცხრიანში გაიტანა გოლი – 0:2.

71-ე წუთზე კუთხური მარცხენა ფლანგიდან, კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთზე კოხრეიძემ თავით ითამაშა და მეკარის მოედნის მარცხენა მხარეს გადაწოდებულ ბურთზე ლევან კაკუბავამ ნახტომში, თავით თამაში მანამ მოასწრო, სანამ ის მოედანს დატოვებდა – 0:3. განმეორებითი შეხვედრა თბილისში 16 ივლისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...