საბჭოთა კოსმონავტ შატალოვის 42 წლის ნიანგმა კასტრომ შვედ პენსიონერს უკბინა

შვედეთში, სტოკჰოლმის ცენტრში მდებარე კუნძულ იურგორდენზე, ცნობილმა ნიანგმა კასტრომ შვედ პენსიონერს ჩაავლო პირი.

შემთხვევა აკვარიუმ “სკანსენში” გამართული ერთ-ერთი საღამოს დროს მოხდა. სიტყვით გამოსვლის მსურველი შვედი პენსიონერი მამაკაცი ნიანგების ვოლიერის სიახლოვეს განთავსებულ დიდ ქვაზე აძვრა, ნიანგებისკენ ზურგით მოექცა და დაუფიქრებლად ჩამოდო ხელი მინის ბარიერზე.

აკვარიუმის დირექტორმა მისი გაფრთხილება სცადა, მაგრამ უკვე გვიან იყო. ხელს კბილები ჩაავლო ვოლიერში მყოფმა ნიანგმა, მეტსახელად კასტრომ. “საბედნიეროდ მან სულ რაღაც 10 წამის შემდეგ აღარ ისურვა მამაკაცის ხელის დაპატრონება და გახსნა ყბები” – ამბობს აკვარიუმის დირექტორი იუნას ვალსტრიომი. პენსიონერმა სერიოზული ტრავმა მიიღო.

საღამოს სტუმარმა სამმა ექიმმა სალფეთქებით და ქამრით სისხლდენის შეჩერება შეძლო, შემდეგ კი სასწრაფო დახმარებამ იგი საავადმყოფოში გადაიყვანა. ვოლიერში, რომელთან ახლოსაც პენსიონერი ქვაზე აძვრა, იშვიათი ჯიშის ნიანგების წყვილი ცხოვრობს. 1977 წელს ფიდელ კასტრომ ისინი საბჭოთა კოსმონავტ ვლადიმირ შატალოვს აჩუქა. მაშინ რეპტილიები სულ რაღაც 50 სმ იყვნენ სიგრძით.

შატალოვმა ისინი მოსკოვში ჩაიყვანა და ისინი მასთან სახლში მან ცხოვრობდნენ, სანამ ვლადიმირს ცოლმა არ განუცხადა: “კმარა!” “- ყვება ვალსტრიომი. შატალოვმა ნიანგები მოსკოვის ზოოპარკს გადასცა, მაგრამ იქ რემონტის გამო ადგილები არ აღმოაჩნდათ და მათ ნიანგები სტოკჰოლმის “სკანსენს” შესთავაზეს. 1981 წელს თავად ვალსტრიომმა ჩაიყვანა ორი, უკვე მეტრიანი ნიანგი სტოჰოლმში. ის ამბობს, რომ ნიანგებთან ერთად “აეროფლოტის” ჩვეულებრივი რეისით იმგზავრა. ”

მე ისინი როგორ ხელბარგი, ისე გავატარე. მაშინ ეს მარტივი იყო. საბჭოთა კავშირში ფერადი საფოსტო ბარათებით და ავტოკალმებით, რასაც გინდოდა, იმას შეძლებდი”, – ამბობს ვალსტრიომი.

სტოკჰოლმში ნიანგებს კასტრო და ჰილარი შეარქვეს. 1984 წლიდან მოყოლებული მათ 11 შვილი შეეძინათ. აკვარიუმ “სკანსენში” რეპტილიების ადამიანზე თავდასხმა პირველად მოხდა.

კუბური ნიანგები მხოლოდ კუბაზე, საპატას ჭაობში და კუნძულ ხუვენტუდზე გვხვდებიან. ისინი სხვა ნიანგებისგან კაშკაშა ფერებით და გრძელი დაკუნთული თათებით გამოირჩევიან. როგორ წესი, ამ სახეობის წარმომადგენლები 2,3 მ-მდე იზრდებიან და დაახლოებით 40 კგ-ს იწონიან. სხვადასხვა ცნობით, მათი რაოდენობა ამჟამად სამიდან ექვს ათასამდეა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...