საბერძნეთში, კუნძულ ევბეაზე წყალდიდობის შედეგად 5 კაცი დაიღუპა

საბერძნეთში, ათენიდან ჩრდილოეთით, ეგეოსის ზღვაში მდებარე საბერძნეთის სიდიდით მეორე კუნძულ ევბეაზე მოსულ ძლიერ წვიმებს წყალდიდობა და 5 კაცის დაღუპვა მოჰყვა.

კუნძულ ევბეაზე ძლიერმა კოკისპირულმა წვიმამ უეცარი წყალდიდობა გამოიწვია. წყალდიდობის შედეგად 5 კაცი, მათ შორის ერთი ბავშვია დაღუპული. მაშველებმა ხუთივე წვიმისგან დატბორილ სახლებში იპოვნეს.
 
ევაკუირებულია ათეულობით ადამიანი. ზოგიერთი მათგანი, იმის გამო, რომ მდინარე კალაპოტიდანაა გადმოსული და გზები დატბორილია, ვერტმფრენებით აიყვანეს დატბორილი სახლებიდან. მიმდინარეობს უგზო-უკვლოდ დაკარგული ერთი ადამიანის ძებნა.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად