საბერძნეთში კორონავირუსის “ბრიტანული შტამი” დაფიქსირდა

კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც პირველად აღმოაჩინეს დიდ ბრიტანეთში, საბერძნეთშიც გამოვლინდა. ამის შესახებ ადგილობრივი ტელეარხი იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ახალი შტამი აღმოაჩინეს ათენის აკადემიის სამედიცინო ტექნოლოგიური კვლევების ინსტიტუტში ჩაბარებულ ტესტებში. შტამი ოთხ ნიმუშში იქნა გამოვლენილი. სწორედ მუტაციური შტამის აღმოჩენა გახდა მიზეზი მთავრობის გადაწყვეტილებისა, დააწესოს უფრო მკაცრი საკარანტინო ზომები ქვეყანაში უახლოეს დღეებში.

შაბათს, საბერძნეთის მინისტრთა კაბინეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სტელიოს პეცასმა განაცხადა, რომ საბერძნეთში მოქმედი ზოგადი საკარანტინო ზომები 11 იანვრამდე გამკაცრდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად