საბერძნეთში ბანკები პარასკევამდე არ გაიხსნება

საბერძნეთში, სადაც უკვე რამდენიმე დღეა რაც საბანკო ოპერაციებზე შეზღუდვები მოქმედებს, ბანკების გახსნას სულ მცირე პარასკევის შემდეგ ელოდებიან,-ამის შესახებ ინფორმაციას საბერძნეთის ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

თავდაპირველად ცნობილი იყო, რომ ბანკების მუშაობა ხუთშაბათს აღდგებოდა. ამ დრომდე საბერძნეთის მოსახლეობას ბანკომატებში 60 ევროზე მეტის მოხსნის შესაძლებლობა არ აქვს.

ცნობისთვის, 30 ივნისს საბერძნეთმა საერთაშორისო სავალუტო ფონდს კრედიტის ნაწილი არ გადაურიცხა. 1 ივლისს ფონდში დაადასტურეს აღნიშნული ინფორმაცია, საბერძნეთმა 1.6 მილიარდი ევრო არ გადაიხადა. ამის შემდეგ ხელისუფლებამ რეფერენდუმის ჩატარება გადაწყვიტა, სადაც მოსახლეობას ეკითხებოდნენ, დათანხმდნენ თუ არა კრედიტორების პირობებს, რომლებიც საბერძნეთს კრედიტის სანაცვლოდ გადასახადების გაზრდას და უფრო ხისტ ეკონომიას სთავაზობდნენ.

საბერძნეთის ხელისუფლებაში რეფერენდუმის ჩატარებამდე განაცხადეს, რომ თუ მოსახლეობა კრედიტორების პირობებს დათანხმდებოდა, ის მზად იყო, კრედიტორებთან 48 საათის განმავლობაში ხელი მოეწერა შეთანმხებისთვის. საბოლოო მონაცემებით, კრედიტორების პირობებზე უარი ამომრჩეველთა 61.31%-მა თქვა.  არსებულ სიტუაციაში საბერძნეთი კრედიტორებთან მოლაპარაკებებს გააგრძელებს, თუმცა საბერძნეთის ხელისუფლებას ექნება მეტი არგუმენტები, რომ მოითხოვოს კრედიტი უკეთესი პირობებით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად