საბერძნეთში აუცრელებისთვის ახალი შეზღუდვები დაწესდა

საბერძნეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში ახალი შეზღუდვები დააწესა იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ გაუვლიათ. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ორშაბათიდან არავაქცინირებულ ადამიანებს ეკრძალებათ დახურულ საჯარო ადგილებში – კინოთეატრებში, მუზეუმებში, სპორტდარბაზებში გამოჩენა. იქ მოხვედრას ვერ შეძლებენ ისინიც, ვისაც კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხი აქვს.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა, რომ შეზღუდვები გამკაცრდა, რათა ადამიანებში ვაქცინაციის მოტივაცია გაზრდილიყო.

ამჟამად, საბერძნეთში, არავაქცინირებულ ადამიანებს კორონავირუსზე ტესტის პასუხის წარდგენის გარეშე შეუძლიათ, იარონ სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქებში და ეკლესიებში.

კომენტარები
იტვირთება...