საბერძნეთში, ათენის მახლობლად ტყის ხანძარს ებრძვიან

საბერძნეთის ქალაქ პეანიას რეგიონში, რომელიც ათენიდან 11 კილომეტრში მდებარეობს, ტყის ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაცია სამოქალაქო დაცვის გენერალური სამდივნოს ვებ-გვერდზე გავრცელდა. პოლიციამ ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.

ტყის ხანძარი ადგილობრივი დროით 03:18 საათზე გაჩნდა.
ხანძრის ლიკვიდაციას 133 ადამიანი და 42 ერთეული ტექნიკა ცდილობს.
გარკვეული პერიოდის განმავლობაში, პანიაში, მანქანების მოძრაობა რამდენიმე ადგილზე შეჩერდა, მოგვიანებით კი განახლდა.
სახანძრო სამსახურის წარმომადგენელმა სააგენტო Associated Press-ს განუცხადა, რომ მათ ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

თვითმხილველთა თქმით, ერთი სახლი სერიოზულად დაზიანდა. ხელისუფლებამ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ საბერძნეთში სიცხისა და ძლიერი ქარის გამო, ხანძრის საშიშროება არსებობს.

კვირას, სამხრეთ საბერძნეთის კუნძულზე, ტურისტული ადგილებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. Accosiated Press-ის ცნობით, ამ მიზეზით, რამდენიმე ათასმა ტურისტმა კუნძულზე ვიზიტზე უარი თქვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...