საბერძნეთმა თავისი ელჩი ჩეხეთში უკან გაიხმო

საბერძნეთმა თავისი ელჩი ჩეხეთში უკან გაიხმო. აღნიშნული ქმედების მიზეზად, ჩეხეთის პრეზიდენტის მილოშ ზემანის განცხადება სახელდება, – წერს rbc.

როგორც საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული ფაქტი ჩეხეთის პრეზიდენტის განცხადებამ გამოიწვია, რომელმაც საბერძნეთის ევროკავშირში ყოფნის შესახებ მიუღებელი განცხადება გააკეთა.

15 დეკემბერს, ჩეხეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჩეხმა გადასახადის გადამხდელებმა არ უდა გადაიხადონ საბერძნეთის ვალები.

"მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რომ გაზაფხულის მოლპარაკებებმა შედეგად საბერძნეთის ევროკავშრიდან გაძევება არ გამოიწვია", – განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები
იტვირთება...