საბერძნეთმა სერბეთთან რამდენიმე დღის წინ გახსნილი საზღვრები ისევ ჩაკეტა

საბერძნეთის ხელისუფლებამ სერბეთთან საზღვრების ჩაკეტვის შესახებ განაცხადა

სერბეთის მოქალაქეებისთვის საბერძნეთის საზღვრები ორშაბათიდან, 6 ივლისიდან 15 ივლისამდე ჩაიკეტა სერბეთში კორონავირუსის ახალი აფეთქების გამო, – განაცხადა საბერძნეთის მთავრობის პრეს-მდივანმა არისტოტელ პელონიმ.

საბერძნეთის მთავრობის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შესახებ სააგენტო “ტანიუგ”-თან სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივიცა დაჩიჩმა განაცხადა: “საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის ოფისმა აცნობა ათენში სერბეთის საელჩოს, რომ საბერძნეთი საზღვრებს ჩაკეტავს სერბეთის მოქალაქეებისთვის”. ივიცა დაჩიჩმა მოუწოდა მოქალაქეებს, რომლებსაც დაგეგმილი ჰქონდათ საბერძნეთში გამგზავრება, გაეთვალისწინებინათ აღნიშნული გარემოება.

სერბეთი ერთ-ერთი იმ 15 ქვეყნიდან, რომელთან საზღვრების გახსნის რეკომენდაციაც ევროკავშირის საბჭომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მისცა. სერბეთში კოვიდინფიცირების შემთხვევები მინიმუმამდე იყო დასული ივნისის დასაწყისში და შემდგომში მცირეოდენი მატების მიუხედავად 23 ივნისამდე ინფიცირების შემთხვევები დღიურად 100-ზე ნაკლები იყო.

23 ივნისიდან დაწყებული მატების შედეგად კოვიდინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ თვის ბოლოს 272-ს მიაღწია, ხოლო 1 ივლისიდან 5 ივლისის ჩათვლით ყოველდდღე ფიქსირდებოდა 300-ზე მეტი ინფიცირების შემთხვევა. გუშინ, 6 ივლისს, სერბეთში 286 კაცს დაუდასტურდა ინფიცირება.

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო სერბეთის ხელისუფლება იძულებული გახდა კვლავ მიეღო საგანგებო ზომები და ბელგრადის სამი საავადმყოფო კვლავ გაემზადებინა მხოლოდ კორონავირუსით დაავადებულთა სამკურნალოდ.

აღსანიშნავია, რომ იმ დროს, როდესაც ევროპის უმეტეს ქვეყნებში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უმჯობესდება, ბაკლკანეთის ქვეყანებში საპირისპირო ვითარებაა. სიტუიაცია ყველგან გაუარესდა,  განსაკუთრებით კი ბოსნია და ჰერცოგოვინაში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, სერბეთში და ევროსაბჭოს მიერ  სერბეთთან ერთად 15 საიმედო ქვეყანას შორის მოხსენიებულ მონტენეგროში.

ამ უკანასკნელში 5 მაისიდან 14 ივნისამდე ინფიცირების არცერთი ახალი შემთხვევა აღარ ფიქსირდებოდა, 14 ივნისს კი ჯერ ბელგრადში საფეხბურთო მატჩზე მყოფ და ბოსნია და ჰერცოგოვინას გავლით მონტენეგროში დაბრუნებულ მოქალაქეს დაუდგინდა კორონავირუსი, შემდეგ კი ინფიცირებულთა რაოდენობამ 324-დან სწრაფად იწყო ზრდა და ამ დროისთვის 841-მდეა ასული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად