საბერძნეთმა ევროსა და დრაჰმას შორის უნდა გააკეთოს არჩევანი

5 ივლისს, საბერძნეთში რეფერენდუმი ჩატარდება, რომელზეც გაირკვევა, უჭერს თუ არა მხარს საბერძნეთის მოსახლეობა იმ რეფორმების გატარებას, რომელსაც კრედიტორები ათენისაგან ითხოვენ.

ევროკავშირის ლიდერებმა გააფრთხილეს ბერძნები, რომ რეფერენდუმზე კრედიტორების შემოთავაზებაზე უარის თქმა, ევროს დატოვების ტოლფასი იქნება.

გერმანიის ვიცე-კანცლერმა, ზიგმარ გაბრიელმა (Sigmar Gabriel) განაცხადა, რომ ხმის მიცემა “კი ან არა ევროზონას” სახით იქნება. საბერძნეთმა არჩევანი უნდა გააკეთოს.

საბერძნეთის პრემიერმინისტრი, ალექსის ცირასი მოითხოვს, რომ საბერძნეთი დარჩეს ევროკავშირში.

მოლაპარაკებები საბერძნეთსა და თავის კრედიტორებს შორის გასულ კვირას ჩაიშალა, რის შედეგადაც, მიმდინარე კვირაში საბერძნეთში ბანკები დაიკეტა.

იტალიის პრემერმინისტრის, მატეო რენცის (Matteo Renzi) განცხადების მიხედვით, საბერძნეთს არჩევანის გაკეთება ევროსა და დრაჰმას შორის მოუწევს.

ორშაბათს, ბერძნული ტელევიზიის წინაშე, ცირასმა რაც შეიძლება ბევრი ბერძენი დაარწმუნა, რომ აირჩიონ “არა”, რათა გაიმყაროს სახელმწიფო პოზიცია და მოლაპარაკებები თავიდან დაიწყონ.

“ეროზონიდან არ გაგვაგდებენ, რადგან ეს ძვირად დაჯდება”, – აცხადებს ცირასი.

დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა, ჯორჯ ოზბორნმა განაცხადა, რომ საბერძნეთის გასვლა ტრამვული იქნება და ბრიტანეთმა ყურადღება უნდა მიაქციოს ჯაჭვურ რეაქციებს, რომლებიც აღნიშნულ ფაქტს მოჰყვება. მან აგრეთვე განაცხადა, რომ ბრიტანელი პერსიონერები, რომლებიც საბერძნეთში ცხოვრობენ, კვლავ ჩვეულებრივ მიიღებენ თავიანთ პენსიას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად