საბერძნეთის ციხეებში კორონავირუსი დადასტურდა

ბერძნულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საბერძნეთის ციხეებში კორონავირუსი დადასტურდა.

რა ინფორმაციას ფლობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და როგორია საბერძნეთის ციხეებში მყოფი საქართველოს მოქალაქე პატიმრების მადოგმარეობა, ამასთან დაკავშირებით “აიპრესი” უწყებას დაუკავშირდა. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში განგვიცხადეს:

“თესალონიკში საქართველოს საკონსულოსთვის ცნობილია აღნიშნული ფაქტის შესახებ. საქართველოს საკონსულო მუდმივ კავშირზეა ციხის ადმინისტრაციასთან, იმისათვის, რომ ინფორმირებული იყოს ქართველი პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და მიმართავს მაქსიმალურ ძალისხმევას იმისათვის, რომ თესალონიკის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა იყოს დაცული.

აღსანიშნავია, რომ თესალონიკში საქართველოს საკონსულოს კონტაქტი ციხის ადმინისტრაციასთან შედგა მყისიერად, მას შემდეგ, რაც ბერძნულ პრესაში გამოქვეყნდა ინფორმაცია, ციხეში კოვიდ ინფექციის შესახებ.

საქართველოს საკონსულო დაუკავშირდა უშუალოდ ციხის ადმინისტრაციას, რათა ინფორმაცია მიეღო მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. კონსული იმყოფებოდა ციხეში, სადაც კარანტინის არსებობის გამო, ვერ მოხერხდა უშუალოდ პატიმრებთან შეხვედრა, თუმცა შეხვდა პენიტენციური დაწესებულების ხელძღვანელს.

ციხის ადმინისტრაციის განცხადებით, პატიმრები არიან განთავსებულები შენობის 3 ზონაში. შენობის ერთ ფრთაში მოთავსებულები არიან პატიმრები, რომელთაც უკვე გაუკეთდათ კორონას ტესტი და დაუდასტურდათ ვირუსი, შენობის მეორე ფრთაში იმყოფებიან პატიმრები, რომლებსაც ჩაუტარდათ ტესტი და აქვთ უარყოფითი პასუხი, ხოლო მესამე ფრთაში არიან პატიმრები რომლებსაც მომდევნო დღეებში ჩაუტარდებათ კოვიდ-19 ტესტი. ციხის ადმინისტრაციამ საქართველოს საკონსულოს გამოუგზავნა ოფიციალური კორესპონდენცია, რომელშიც აცხადებს რომ ციხეში დაცულია საერთაშორისო პროტოკოლი.

საკონსულო კონტაქტზე რჩება როგორც ბერძნულ მხარესთან, ასევე პატიმრების ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად