საბერძნეთის პრემიერი ალექსის ციპრასი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს

საბერძნეთის პრემიერ მინისტრმა ალექსის ციპრასმა განაცხადა, რომ ის ივნისის დასაწყისში საბერძნეთის პრეზიდენტს მიმართავს თხოვნით დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები.

მოგვიანებით, პრესკონფერენციაზე, მან განაცხადა, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი ევროპარლამენტის არჩევნებში მისი პარტიის მიერ ნაჩვენები არადამაკმაყოფილებელი შედეგია.

წინასწარი მონაცემებით ალექსის ციპრასის მემარცხენე პარტიამ “სირიზა”-მ ხმების 23,9% მიიღო, ხოლო ოპოზიციურმა კონსერვატიულმა პარტიამ “ახალი დემოკრატია” – 33,3%

საბერძნეთს ევროპარლამენტში სულ 21 მანდატი აქვს. არჩევნებზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით მანდატები პოლიტიკურ პარტიებს შორის ასე გადანაწილდა:

“ახალი დემოკრატია” – 9
“სირიზა” – 6 ადგილი
“მოძრაობა ცვლილებებისთვის” – 2 ადგილი
“მოძრაობა ცვლილებებისთვის” – 2
საბერძნეთის კომუნისტური პარტია – 1
“ოქროსფერი განთიადი” (Golden Dawn) – 1
“ბერძნული გადაწყვეტილება” (Greek solution) – 1
“ევროპული რეალისტური დაუმორჩილებლობის ფრონტი” – 1

საბერძნეთში საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში უნდა გამართულიყო. რიგგარეშე არჩევნები დადაწყვეტილების მითების შემთხვევაში კი რიგგარეშე არჩევნები ივნისის ბოლოს ჩატარდება.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...