საბერძნეთის პარლამენტმა პრეზიდენტად პროკოპის პავლოპულოსი აირჩია

France-Presse-ის ცნობით, საბერძნეთის პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტად ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი პროკოპის პავლოპულოსი აირჩია. 

საკანონმდებლო ორგანოში სახელობითი კენჭისყრა ჩატარდა. ახალ პრეზიდენტს 180-ზე მეტმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. 

პავლოპულოსის კანდიდატურა პარლამენტს პრემიერმინისტრმა ალექსის ციპრასმა წარუდგინა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად