საბერძნეთის ხელისუფლება, მაისის დასაწყისიდან, COVID19-ის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას იწყებს

მაისის დასაწყისში, საბერძნეთის მთავრობა გეგმავს შეამსუბუქოს ძირითადი შეზღუდვები, რომლებიც დაწესებულია COVID19–ის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. იუწყება Bloomberg.

რესტორნები, ბარები და კაფეები 3 მაისს დაიწყებენ გახსნას და ნებადართული იქნება გარე მომსახურება. დაწყებითი და საშუალო სკოლები დაიწყებენ მუშაობას 10 მაისიდან და 15 მაისიდან კვლავ დაიშვება რეგიონებს შორის გადაადგილება, რაც ემთხვევა ქვეყნის გახსნას უცხოელი მოგზაურების მისაღებად.

”მთავარი მიზანია უსაფრთხო აღდგომა და ზაფხული შეზღუდვების გარეშე”, – თქვა პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა. მან დასძინა, რომ ტურიზმი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინდუსტრიაა, რომელიც მოიცავს ეკონომიკის დაახლოებით მეხუთედს და სამუშაოების მეოთხედზე მეტს. 2020 წელს შემოსავლებმა 76% -ზე მეტით დაიკლო, რადგან მთავრობამ დაკეტა საზღვრები კორონავირუსული ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...