საბერძნეთის ისტორიაში პირველად, ქვეყნის პრეზიდენტი ქალი გახა

საბერძნეთის უზენაესი ადმინისტრაციული სასამართლოს თავმჯდომარე ეკატერინა საკელაროპულუ, 22 იანვარს ქვეყნის პრეზიდენტად აირჩიეს. ამის შესახებ საბერძნეთის პარლამენტის პრესსამსახური იუწყება.

საკელაროპულუს კანდიდატურას მხარი პარლამენტის 261-მა დეპუტატმა დაუჭირა, 33-მა თავი შეიკავა, ხოლო 6 საერთოდ არ ესწრებოდა ხმის მიცემის პროცესს.

საკელაროპულუ საბერძნეთის ისტორიის განმავლობაში პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა. იგი ფიცს 13 მარტს დადებს. სწორედ 13 მარტს ეწურება უფლებამოსილება საბერძნეთის ამჯამინდელ პრეზიდენტ პროკოპის პავლოპულოსს.

ეკატერინა საკელაროპულუ 63 წლის არის, იგი სალონიკში დაიბადა. პრეზიდენტობამდე იგი საბერძნეთის უზენაესი ადმინისტრაციული სასამართლოს თავმჯდომარე იყო.

პრეზიდენტად მის კანდიდატურას, 15 იანვარს მხარი დაუჭირა ქვეყნის პრემიერმინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა. მის კანდიდატურას აგრეთვე მხარი დაუჭირა ქვეყნის მმართველმა პარტიამ „ახალი დემოკრატია“ და ოპოზიციურმა „რადიკალური მემარცხენე კოალიციამ“ და „მოძრაობამ ცვლილებებისთვის“.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად