საბერძნეთის ელჩი ილია II-ს: თქვენი მორალური ავტორიტეტით დაამსხვრიეთ ბოროტების ჭურჭელი, რაც საფრთხეს უქმნიდა თქვენს ერს

გუშინ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად ჩვენს ქვეყანაში აკრედიტირებული ელჩები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მიიღო.

ელჩებმა მხარდაჭერა და თანდგომა გამოუცხადეს მის უწმინდესობას და აღნიშნეს, რომ დიდია ეკლესიის და პირადად მისი უწმინდესობის როლი საქართველოს განვითარებაში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ელჩებს ვიზიტისთვის და საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ბრძანა:

,,ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, როცა მრავალი პრობლემა არის სახელმწიფოებში და მათ ურთიერთობებში. მოგეხსენებათ, არაერთი პრობლემა აქვს საქართველოსაც. უპირველეს ყოვლისა კი ის, რომ ტერიტორიული მთლიანობაა დარღვეული. 20 % – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ჯერჯერობით არ არის ჩვენი კონტროლის ქვეშ. მე 11 წელი ვიყავი აფხაზეთის მიტროპოლიტი და აფხაზეთიდან ამირჩიეს საქართველოს პატრიარქად 42 წლის წინ, ბუნებრივია, ეს მხარე მეტად მტკივნეულია ჩემთვის.

სამწუხარო ფაქტია ისიც, რომ არ არის ურთიერთგაგება მთავრობასა და ოპოზიციას შორის. უპირველეს ყოვლისა ჩვენ უნდა ვისწავლოთ მოსმენა ერთმანეთისა. მოსმენით და ურთიერთგაგებით ჩვენ მივაღწევთ იმას, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას.

მე მადლობელი ვარ და საქართველო მადლობელია თქვენი დახმარებისა, თქვენი თანადგომისა.’’ – განაცხადა ილია მეორემ შეხვედრა.

შეხვედრაზე საბერძნეთის ელჩმა  დიმიტრიუს კარაბალისმა პატრიარქს ასე მიმართა:

,,თქვენო უწმინდესობავ, 42 წლის წინ თქვენ მიიღეთ მწყემსთავრის კვერთხი, რომლითაც დღემდე უძღვებით თქვენს ქვეყანას. თქვენ ღვთისგან დაგევალათ, რომ წაძღოლოდით საქართველოს მოსახლეობას როგორც მწყემსი კეთილი და თქვენი მორალური ავტორიტეტით დაამსხვრიეთ ბოროტების ჭურჭელი, რაც საფრთხეს უქმნიდა თქვენს ერს. ნება მიბოძეთ გისურვოთ ხანგრძლივი სიცოცხლე”.

წყარო patriarchate.ge

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად