საბერძნეთის ეკლესიამ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა

საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის საგანგებო სხდომაზე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია აღიარეს.

საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა, საგანგებო სხდომაზე უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

სინოდის სხდომაზე, საბერძნეთის ეკლესიის პატრიარქმა, არქიეპისკოპოსმა იერონიმმა წარადგინა პრეზენტაცია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ, რის შემდეგაც გადაწყვეტილება კენჭისყრით მიიღეს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სინოდის ოფიციალური განჩინება მალე გამოქვეყნდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად