საბერძნეთის ეკლესია აღდგომის დღესასწაულს მრევლის გარეშე აღნიშნავს

საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის დღესასწაულს მრევლის გარეშე აღნიშნავს. ამის შესახებ გადაწყვეტილება საბერძნეთის (ელადის) მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა მიიღო.

როგორც გავცელებულ იფიციალურ დოკუმენტშია აღნიშნული, ეკლესია მორწმუნეებს მოუწოდებს, რომ ლოცვები სახლში შეასრულონ. როგორც სინოდი წერს, მორწმუნეებს სახლიდანაც შეუძლიათ მსხვერპლის გაღება ლოცვის საშუალებით. მათი თქმით, მორწმუნეს ყოველ საათში ერთხელ შეუძლია ილოცოს და ამით გაიღოს მსხვერპლი.

“ილოცეთ გულმოდგინეთ საკუთარ სახლებში! მოიწყვეთ საკუთარი ალტარი შინ! მსხვერპლად გაირეთ საკუთარი სიყვარული საკუთარი თანამოძმეების მიმართ, რომლებიც ცოცხლები არიან. ჩვენ ვლოცულობთ და ვლოცულონთ, საფრთხე მალე გაივლის!”, – ნათქვამია ეკლესიის მიერ გავრცელებულ წერილში.

სინოდის გადაწყვეტილებით, თუ პანდემიის გავრცელების მძიმე ფონი გადავლილი იქნება, მრევლი და ეკლესია აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის ცერემონიალს ერთობლივად, 26 მაისის ღამეს დაესწრებიან.

სინოდის განცხადებით, ეს მორწმუნეების დროებითი მდგომარეობაა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად