საბერძნეთიდან ჩამოსულ ფოთელ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ფოთში, საბერძნეთიდან ჩამოსულ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. თვითიზოლაციაში მყოფ 40 წლმდე მამაკაცს სიცხე 37 გრადუსი დაუფიქსირდა, რაც ექიმებმა საეჭვოდ ჩათვალეს და მისი ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში გააგზავნეს.

“არ დაუდასტურდა პაციენტს კორონავირუსი, რაც იყო მოსალოდნელი, რადგან გამოკვლევებით და სიმპტომატიკით არ გავდა არანაირ ინფექციურ დაავადებას, ზოგადად მას არაფერი არ აწუხებს. სავარაუდოდ, ემოციის ფონზე აუწია სიცხე. ასე რომ ჩვენთან არის სიმშვიდე და იმედი გვაქვს, ასე გაგრძელდება, იმიტომ რომ ამ პროცესში ჩართულები არიან როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ადგილობრივი თვითმართველობა , ძალოვნები და ასე შემდეგ. თვითიზოლაციაში მყოფ თითოეულ ადამიანს აკონტროლებს დღეში სამ-სამი ბრიგადა. სამუშაო ჩვენი მხრიდან ძალიან ბევრია, მაგრამ შედეგსაც ვაღწევთ“_ განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ზინაიდა გაგუამ.

შეგახსენებთ რომ ფოთში 65 ადამიანია თვითიზოლაციაში, ხოლო კარანტინში რჩება _ 7. დღეს ზედამხედველობა 4 ადამიანს დაუმთავრდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად