საბერძნეთი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან 2,5 მილიარდს მიიღებს

საბერძნეთის ხელისუფლებამ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორატმა დახმარების შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

Reuters-ის ცნობით, საბერძნეთს საფინანსო ინსტიტუტი 5 წლის მანძილზე ყოველწლიურად 500 მილიონ ევროს გამოუყოფს.

„შეთანხმება მნიშვნელოვნად დაეხმარება ქვეყანას ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში“ – ნათქვამია საბერძნეთის ხელისუფლების განცხადებაში.

ქვეყნის ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ თანხის დიდი ნაწილი იმ კომპანიების დახმარებას მოხმარდება, რომლებმაც კრიზისის შედეგად მნიშვნელოვანი ზარალი განიცადეს.  

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...