საბერძნეთი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან 2,5 მილიარდს მიიღებს

საბერძნეთის ხელისუფლებამ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის(EBRD) დირექტორატმა, დახმარების შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. საბერძნეთი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან 2,5 მილიარდს მიიღებს.

Reuters-ის ცნობით, საბერძნეთს, საფინანსო ინსტიტუტი, 5 წლის მანძილზე ყოველწლიურად 500 მილიონ ევროს გამოუყოფს.

“შეთანხმება, ქვეყანას ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში, მნიშვნელოვნად დაეხმარება”, – ნათქვამია საბერძნეთის ხელისუფლების განცხადებაში.

ქვეყნის ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ თანხის დიდი ნაწილი იმ კომპანიების დახმარებას მოხმარდება, რომლებმაც კრიზისის შედეგად მნიშვნელოვანი ზარალი განიცადეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად