საბერძნეთი დეფოლტის ზღვარზე – ქვეყანა საქართველოს ფულად გზავნილებში მეორეა

საბერძნეთს ვალის გადახდისთვი 24 საათი დარჩა. 30 ივნისს ქვეყანამ 1,6 მილიარდი ევროს სესხი უნდა დაფაროს, რომელიც მას სავალუტო ფონდისთვის მართებს.

კრედიტორებსა და ქვეყნის მთავრობას შორის, კი შეთანხმება კვლავ ვერ შედგა. საბერძნეთის პრემიერმინისტრმა 5 ივლისს რეფერენდუმის ჩატარება გადაწყვიტა, დღეს დილიდან კი ქვეყანაში ბანკები დაიხურა. მთავრობამ კაპიტალის ბაზარზე კონტროლი დააწესა და  მოსახლეობას ანგარიშიდან მხოლოდ 60 ევროს გატანის უფლება მისცა. ქვეყანაში ბანკებმა მუშაობა 1 კვირით, – 6 ივლისამდე შეწყვიტეს.

საბერძნეთი  საქართველოში განხორციელებული ფულადი გზავნილებით მეორე ადგილზეა. გასულ თვეს ქვეყანაში საბერძნეთიდან, 15,3 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში 15,7 პროცენტია. მიმდინარე წლის მაისში, გასულ წელთან შედარებით საბერძნეთიდან განხორციელებული ფულადი გზავნილები 1 პროცენტით შემცირდა. ფულად გზავნილებში ყველაზე დიდი წილი რუსეთს უკავია, საიდანაც გასულ თვეს, 36 მილიონი დოლარი შემოვიდა, რუსეთის წილი მთლიან მოცულობაში, 38 პროცენტია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...