საბერძნეთი 1 თვით, ღვთისმშობლის კვართის წმინდა მიწაზე გადაბრძანებას ითხოვს

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბერძნული მხარე ერთი თვით, ღვთისმშობლის კვართის წმინდა მიწაზე გადაბრძანებას ითხოვს. შესაბამისი წერილი საბერძნეთიდან ზუგდიდისა და ცაიშისა მიტროპოლიტმა, მეუფე გერასიმემ უკვე მიიღო. წერილიში ასევე აღნიშნულია, რომ ერთი თვის შემდეგ სიწმინდეს პატივით დააბრუნებენ ზუგდიდში და ღვთისმშობლის სამოსელის გადაბრძანების ხარჯებს ბერძნული მხარე გაიღებს. 

მეუფე გერასიმე ადასტურებს, რომ საბერძნეთიდან წერილი ნამდვილად მიიღო. თუმცა ირწმუნება, რომ ღვთისმშბლის კვართო საქართველოს არ დატოვებს. 

"უცხოეთშიც  გახდა ცნობილი, რომ ვლაქერნობის დღესასწაული არსებობს და ეს სიწმინდე – ღვთისმშობლის კვართი საქართველოშო ბრძანდება. ბუნებრივია მათ აქვთ სურვილი ეს სიწმინდე უცხოეთში გავიდეს, მაგრამ მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო, საქართველოს დედა ღვთისმშობელი არ დატოვებს და საქართველოდან არსად არ გავა", – განაცხადა მეუფე გერასიმემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად