საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფი“ 13-15 ნოემბერს შეფერხებით იმუშავებს

ამის შესახებ ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

“ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ თურქეთის მხარეს, საბაჟოზე მიმდინარე სარემონტო/სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა/გატანა, აგრეთვე აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ, საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელება მოხდება შეფერხებით. კერძოდ; 13-15 ნოემბერს, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეჩერებული იქნება საბაჟო პროცედურები. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფი“, ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით იმუშავებს. შესაბამისად, მგზავრებისა და ტვირთების გატარება შეუფერხებლად მოხდება”, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...