საბავშვო ევროვიზიაზე კვარტეტი The Virus ქართული სიმღერით წარსდგება (ვიდეოკლიპი)

2015 წლის საბავშვო ევროვიზიას ბულგარეთის დედაქალაქი სოფია უმასპინძლებს, კონკურსი 21 ნოემბერს გაიმართება, სადაც საქართველოს კვარტეტი The Virus წარადგენს, სიმღერით "გაბედე".

კვარტეტის წევრები არიან: ელენე კეჟრიშვილი, ლიზი თავბერიძე, თაკო გაგნიძე და დათა პავლიაშვილი. ბავშვებთან ერთად, კომპოზიციაზე გიგა კუხიანიძემ იმუშავა, ტექსტი პოეტ ერეკლე დეისაძეს ეკუთვნის, სიმღერის არანჟირება კი ბორის შხიანს ეკუთვნის. ვიდეორგოლის რეჟისორები გიგა კუხიანიძე და რამაზ გუნავა არიან. ბავშვების იმიჯზე დიზაინერმა მარიკა ქურდუბაძემ იზრუნა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად