საბავშვო ევროვიზია 2020-ის კონკურსში სანდრა გადელია 111 ქულით მეექვსე ადგილზე გავიდა ( ვიდეო)

ქართველი კონკურსანტი მე-7 ნომრად გამოვიდა. სანდრა გადელიამ გიგა კუხიანიძის საკონკურსო სიმღერა „შენ მარტო არ ხარ“ (You are not alone) შეასრულა.

ქართველი კონკურსანტი მე-7 ნომრად გამოვიდა. სანდრა გადელიამ გიგა კუხიანიძის საკონკურსო სიმღერა „შენ მარტო არ ხარ“ (You are not alone) შეასრულა.

პანდემიის გამო, საერთაშორისო ღონისძიება ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა. კონკურსში 12 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

საბავშვო ევროვიზიის კონკურსზე ხმის მიცემა ონლაინ იყო შესაძლებელი. შოუს პირდაპირი ეთერით ტრანსლაცია საქართველოს პირველ არხზე მიმდინარეობდა.

ცნობისთვის, საბავშვო ევროვიზია 2020-ის გამარჯვებული საფრანგეთის წარმომადგენელი ვალენტინა (Valentina) გახდა სიმღერით J’imagine. კონკურსანტმა 200 ქულა მიიღო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად