საბავშვო ბაღ “ოცნების” რეაბილიტაციის პროცესი დასრულების ფაზაშია

ქალაქ სენაკში, პროექტის „ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისათვის“ ფარგლებში, ყოფილი სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე, საბავშვო ბაღ ,,ოცნების“ რეაბილიტაციის პროცესი დასრულების ფაზაშია.

პროექტის ფარგლებში, განხორციელდა ორსართულიანი საბავშვო ბაღის შენობის გაფართოების, გადახურვის, სველი წერტილების, სააღმზრდელო ოთახების, საკონცერტო დარბაზის რეაბილიტაცია, აღსაზრდელებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად კეთილმოწყობილი საბავშვო ბაღი მოემსახურება.

აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან კუპრეიშვილი, პირველ მოადგილესთან – გრიგოლ ბაღათურიასთან, მოადგილესთან – კახაბერ კუპრეიშვილთან ერთად, საერთაშორისო ორგანიზაცია ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორს ვინსენტ დონტოსა და დასავლეთ საქართველოს სამხარეო მენეჯერს მზევი ჯოჯუას შეხვდა.

დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ტერიტორიაზე მდებარე საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროექტს გერმანიის მთავრობა აფინანსებს და ლტოლვილთა დანიის საბჭო(DRC) ახორციელებს.
უახლოეს პერიოდში, პროექტის ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტში, მეხუთე ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად