საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა საყოველთაო რეგისტრაცია დღეს იწყება

თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში 2019-2020 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა საყოველთაო რეგისტრაცია ვებგვერდზე – registration.kids.org.ge დღეს იწყება.

ამ დრომდე, უკვე განხორციელდა იმ ბავშვების რეგისტრაცია, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, რომელთა და-ძმა უკვე ირიცხებიან ბაღში, არიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონენი, ასევე იმ ოჯახის წევრი ბავშვები, რომლებიც 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალდნენ, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა შვილები.

რაც შეეხება რეგისტრაციის მეორე ეტაპს, რეგისტრაციის პროცესი 19 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება და ელექტრონულად დარეგისტრირებას შეძლებს ყველა ის აპლიკანტი, რომელიც არ შედის პირველ ეტაპზე დასარეგიტრირებელთა კატეგორიებში.

ამასთან, რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ ერთ საჯარო ბაგა-ბაღში.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, რეგისტრაციის გავლას შეძლებენ ორიდან ექვს წლამდე ასაკის ბავშვები. რეგისტრაცია 12:00 საათზე დაიწყება.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, წელს თბილისის საბავშვო ბაღების ჩამონათვალს დაემატება ოთხი ახლად აშენებული საბავშვო ბაღი, რომელიც მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიხსნება.

რეგისტრაციის წარმატებით გავლის შემდეგ, დარეგისტრირებული ბავშვის მშობელმა საჭირო დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს კონკრეტულ საბავშვო ბაღში. ეს დოკუმენტებია: დაბადების მოწმობის ასლი; ორი ფოტოსურათი (ბიომეტრიული); ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა; მშობლების პირადობის მოწმობის ასლი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად