საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა მაისში 857.98 მლნ ლარით გაიზარდა

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2019 წლის პირველი ივნისისათვის 24.01 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 857.98 მლნ ლარით, ანუ 3.71%-ით მეტია პირველი მაისისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.39%-ით მეტი).

მაისში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 504.46 მლნ ლარით, ანუ 5.13%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.59%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 353.52 მლნ ლარით, ანუ 2.65%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 0.51%-ით).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი ივნისისათვის 38.26 პროცენტი შეადგინა.

პირველი მაისის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 0.02 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.86 პროცენტული პუნქტით).

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 5.50% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 7.14%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.86%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.86%, ხოლო ევროს წილმა 13.72% შეადგინა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...