“საბა”: ნომინაციაში საუკეთესო პიესა, ალექსანდრე ლორთქიფანიძის “დისტოპიესებმა” გაიმარჯვა

ლიტერატურული პრემია “საბას” 2019 წლის საუკეთესო პიესა, ალექსანდრე ლორთქიფანიძის “დისტოპიესებმა გაიმარჯვა.

როგორც ჟიური ამბობს, საინტერესო იყო წლის დრამატურგიული მოსავალიც, სადაც წლის საუკეთესო პიესად ალექსანდრე ლორთქიფანიძის “დისტოპიესებმა” გაიმარჯვა.

გამომცემლობა “ინტელექტის” ინფორმციით ალექსანდრე ლორთქიფანიძეს მიღებული აქვს რამდენიმე ლიტერატურული ჯილდო, მათ შორის ახალგაზრდული ლიტერატურული კონკურსის ალუბლობას მთავარი პრიზი 2009 წელს, ასევე 24 საათიანი თეატრალური ფესტივალის მთავარი პრიზი 2011 და 2012 წლებში. იყო პოეტური ჯგუფის ვარდისფერი ავტობუსის ერთ-ერთი დამაარსებელი, ასევე არის სამი პერსონალური პოეტური კრებულის: ლურჯი, პოლი პოლაკი და გამჭვირვალეს ავტორი. გარდა პოეტური მოღვაწეობისა, ალექსანდრე ლორთქიფანიძეს აქვს დაწერილი რამდენიმე სცენარი კინოფილმებისთვის და ასევე რამდენიმე თეატრალური პიესა, რომლებიც სხვადასხვა დროს დადგმულა ქართული თეატრების სცენებზე. თანამედროვე დროს არის ორი ტელეგადაცემის (სარჩევი – ტვ 11-ზე და მაესტროს შუადღე – ტვ მაესტროზე) და ერთი რადიოგადაცემის (ჰიტების გალერეა – რადიო ფორტუნაზე) ავტორი და წამყვანი. მისი მოთხრობები 2011, 2012 და 2013 წლებში შესულია კრებულში 15 საუკეთესო მოთხრობა. თავისუფალ დროს წერს მუსიკას.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად