საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საზედამხედველო კომპანიებს გამოსაცხადებელი ტენდერები წარუდგინა

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საზედამხედველო კომპანიებს დაგეგმილ პროექტებზე გამოსაცხადებელ ტენდერებთან დაკავშირებით ინფორმაცია წინასწარ მიაწოდეს.

დეპარტამენტის ამ ინიციატივის მიზანია სატენდერო პროცედურები უფრო გამჭვირვალე და ეფექტიანი გახდეს, დაინტერესებულ კომპანიებს საშუალება ჰქონდეთ ტენდერის გამოცხადებამდე გაეცნონ პროექტებს, უკეთ მოემზადონ და კონკურენტულ გარემოში უზრუნველყოფილი იყოს ღია და თანაბარი პირობები.

შეხვედრაზე განიხილეს სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული, შესასრულებელი მიმდინარე შეკეთების, პერიოდული შეკეთების, რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციის, მოდერნიზაციის, მშენებლობის, სტიქიური და სხვა ფორსმაჟორული მოვლენების შედეგების ლიკვიდაციის და ნაპირსამაგრი სამუშაოების საზედამხედველო მომსახურების შესყიდვის მიმართულებით გამოსაცხადებელი ტენდერების სატენდერო დოკუმენტაციების პროექტები.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ახალი ინიციატივის ფარგლებში ამ ტიპის საინფორმაციო შეხვედრები სამშენებლო კომპანიებთან ბოლო პერიოდის განმავლობაში აქტიურად ტარდება. კონტრაქტორი ორგანიზაციები და დაინტერესებული ჯგუფები, წინასწარ იღებენ ინფორმაციას ყველა მნიშვნელოვანი ტენდერის, ინოვაციისა თუ დაგეგმილი ცვლილების შესახებ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...