საავტომობილო გზების დეპარტამენტი წელს ორჯერ მეტი გზის რეაბილიტაციას გეგმავს

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა დღეს 6 თვის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს

2019 წლის პირველ ნახევარში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას უპრეცენდენტო მოცულობის თანხა – 397 838 275 ლარი მოხმარდა, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 36.4% მეტია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2019 წლის გეგმა 550 კმ. გზის რეაბილიტაციაა, რაც 2-ჯერ
აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.
დღეის მონაცემებით, რეაბილიტაციის კუთხით, გზების დეპარტამენტში 237 პროექტი მიმდინარეობს, რომელთა ჯამური ღირებულება 737 მილიონი ლარია. აქედან 41 პროექტი უკვე დასრულებულია, წლის ბოლომდე კი პროექტების 70% დასრულდება.

რეაბილიტირდა ნიჩბისი-დიდიგორო-დიდი-თონეთის 26 კმ-იანი და ჭრებალო-ნიკორწმინდის დამაკავშირებელი 25.8 კმ-იანი გზები. მუშაობა მიმდინარეობს ისეთ გზებზე , სადაც აქამდე ასფალტ ბეტონის საფარი არასდროს ყოფილა, მათ შორისაა თიანეთი-ახმეტას 28 კმ-იანი და ხორნაბუჯი- ერისიმედის 21 კმ-იანი მონაკვეთები.

აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები ტურისტული მარშრუტების რეაბილიტაციის მიმართულებით, მათ შორის – ხვამლის მთასთან მისასვლელ გზაზე, ასევე ოკაცეს კანიონთან მისასვლელ და ყინწვისი- გვერძინეთი-ტყემლოვანის გზებზე.

გზების რეაბილიტაციის გარდა, წლის პირველ ნახევარში სამუშაოები განხორციელდა სტიქიის პრევენცია-ლიკვიდაციისა და ნაპირსამაგრი სამუშაოების მიმართულებითაც. 2019 წელს, 6 თვის განმავლობაში, სულ 228 ტენდერი გამოცხადდა და 541 103 278 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები გაფორმდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად