საავადმყოფოს მთავარ ექიმს, რომელსაც პუტინი შეხვდა, კორონავირუსი დაუდგინდა

ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ

მოსკოვის ადმინისტრაციულ საზღვრებში 2012 წლიდან მოქცეული კომუნარკის საავადმყოფოს მთავარ ექიმ დენის პროცენკოს კორონავირუსი დაუდგინდა.
 
კომუნარკის საავადმყოფოში კორონავირუსით დაავადებულებს მკურნალობენ. აქ, 24 მარტს რუსეთი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იმყოფებოდა. იგი საავადმყოფოს მთავარ ექიმს შეხვდა და მათან საუბრის შემდეგ სავადმყოფოში ავადმყოფების მიღების, განთავსების და მკურნალობის პოცესის ორგანიზაციული მხარით კმაყოფილი დარჩა.
 

დენის პროცენკოს დაინფიცირების შესახებ ცნობის გავრცელებისთანავე პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი რეგულარულად გადის ტესტირებას და ყველაფერი ნორმალურადაა.

სააგენტოების ცნობით, დენის პროცენკოს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, იგი კომუნარკის საავადმყოფოშია და კვლავ აგრძელებს კორონავირუსით ინფიცირებულებთან მუშაობას.

დღეის მდგომარეობით, კომუნარკის საავადმყოფოში 19 კაცი განიკურნა და გაწერეს, 59 ინფიცირებული მკურნალობა კი გრძელდება. 129 კაცი ჰოსპიტალიზირებულია და ანალიზის პასუხს ელოდება
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად