საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებით, დღეს პარლამენტში პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართება

საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებით, დღეს პარლამენტში პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართება, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.

შეხვედრაზე საპარლამენტო ოპოზიცია 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხს დააყენებს.

იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, საპარლამენტო ოპოზიცია მმართველ გუნდთან საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებების გაგრძელებას აღარ აპირებს.

არასაპარლამენტო ოპოზიცია საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებულ შეხვედრაზე პარტიების დაფინანსების საკითხს დააყენებს.

შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციებიც დაესწრებიან. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, სულხან სალაძის თქმით, დაინტერესდებიან საკითხით, რომელიც ცესკო-ს დაკომპლექტების წესს ეხება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ დაანონსებული შეხვედრის თანახმად, სამუშაო პროცესი აწყობილი იქნება ეუთო-ს რეკომენდაციებზე.

სამუშაო პროცესში ჩართული იქნებიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები. ჯამში, 7 საარჩევნო სუბიექტი და 5 არასამთავრობო ორგანიზაცია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...