საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა

94 მომხრე, 1 -წინააღმდეგ პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პაკეტს, რომელსაც საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით განიხილავს.

კანონპროექტის განხილვა დაჩქარებული წესით მიმდინარეობს, რათა საარჩევნო კოდექსი კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოვიდეს და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე სისტემით ჩატარდეს.

საარჩევნო კოდექსი შესაბამისობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან. კერძოდ, კოდექსში მოხდება საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხების ასახვა, რაც გულისხმობს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარებას ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმს, გაუნაწილებელი მანდატების განაწილებას უდიდესი ნაშთის მქონე პოლიტიკურ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებზე.

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები ეუთო-ს რეკომენდაციებს ეფუძნება. რეკომენდაციები საარჩევნო ადმინისტრაციას, მედიაკამპანიასა და საეთერო დროს, წინასაარჩევნო გარემოს, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების პრევენციას, საარჩევნო დავების განხილვასა და არჩევნების მეორე ტურს შეეხება. ცვლილებები ეხება პარტიების სახელმწიფო დაფინანსებას და გენდერულ კვოტებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად